"საქმე თავიდანვე შეკერილი იყო" - ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მოსამართლეს აქციის ფონზე მოუწევს

13.06.23 12:21
"საქმე თავიდანვე შეკერილი იყო" - ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა მოსამართლეს აქციის ფონზე მოუწევს

მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს  ციხიდან ცოტახანში სასამართლოში მიიყვანენ. სამოქალაქო აქტივისტის საქმის განხილვა დღეს მოსამართლეს აქციის ფონზე მოუწევს.

საქალაქო სასამართლოში მისვლას ლაზრეს ოჯახის წევრები და მხადამჭერები აპირებენ.

"მოლოდინები საერთოდ არანაირი არ მაქვს, კარგის მხრივ ვიძახი. ეს საქმე არის თავიდანვე შეკერილი და დაგეგმილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს და ამოცნობას, მე თვითონვეძებ, რომ ამოვიცნო, მაგრამ არ ჩანს. ზუსტად ეს ჩანიშნა დაცვამ, რომ ამოცნობის ექსპერტიზა ჩანიშნულიყო, თუმცა შუამდგომლობა არ მიიღო მოსამართლემ. გვყავს 4 პოლიციელი მოწმე. მოლოტოვის კოქტეილი ვერ ვნახე ხალხო და მანქანის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე კიდე სულ სხვა ადამიანია და პროკურატურას ვთხოვდი, გაარკვიონ, ვინ უკიდებს მართლა ცეცხლს". - ამბობს ლაზარეს მამა. 

22 წლის ლაზარეს გამოძიება რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციელების მიმართ თავდასხმას და ავტომობილების დაწვის მცდლეობას ედავება.