წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გახდა ჩემი დანიშვნა პროტესტის საგანი - ბაჩო ოდიშარია

13.06.23 14:08
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გახდა ჩემი დანიშვნა პროტესტის საგანი - ბაჩო ოდიშარია

პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ამბობს, რომ კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მისთვის გაუგებარია. მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება. 

ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას. მათ შორის იმასაც გავარკვევ, თუ რატომ არის [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის პროტესტის საგანი იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.