ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს, 12:00-ზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე გამოკითხეს - პოლიციელი, რომლის მტკიცებითაც, მისი მანქანა დაწვეს და ექსპერტი.
22 წლის ლაზარეს გამოძიება რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციელების მიმართ თავდასხმას და ავტომობილების დაწვის მცდლეობას ედავება.
ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.