კინოცენტრის ახალი დირქტორი იმალება - კობა ხაბუნაია თანამშრომლებს არ ხვდება

13.06.23 15:47
კინოცენტრის ახალი დირქტორი იმალება - კობა ხაბუნაია თანამშრომლებს არ ხვდება

კინოცენტრის ახალი დირქტორი იმალება. ციხეებიდან კულტურის სფეროში გადასული კობა ხუბუნაია თანაშრომლებს არ ხვდება. საათზე მეტია კინოცენტრის თანამშორმლები ახალ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. თანამშრომლებს აინტერესებთ, რისთის დაიწყო კობა ხაბუნაიამ რეორგანიზაცია. 

კობა ხუბუნაიამ ჯერ კიდევ მოქმედ თანამშრომლებს დაცვის სამსახურის მეშვეობით შეუთვალა, რომ დღეს მათ ვერ შეხვება, რადგან საგანგებო თათბირზე იმყოფება. 

 ერთი წელი გვყავდა ადამიანი, რომელიც არ მოსულა აქ. ახლა დაინიშნა ვიღაცა, რომელიც დღეს გავიგეთ, რომ მოვიდა. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად მოსულები ვართ, დავინახოთ, გავეცნოთ, ვუთხრათ... ცოტა შეშინებულებიც ვართ, იმიტომ, რომ ის არ არის კინოსფეროდან. ამიტომ გვინდა, რომ გავესუაბროთ და არ გვიშვებენ. თვითონაც, სავარაუდოდ, უკანა გასასვლელიც აქვს და იქიდან გავა, - ამბობს კინოცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

 

კინოცენტრში  ურჩი თანამშორმლების დასაჯელად რეორგანიზაცია გამოცხადდა.  თანამდებობეს "ოცნების" პროპაგანდისტები იკავებენ. ერთ-ერთი შალვა რამიშვილის თანაწამყვანი ბაჩო ოდიშარიაა. ის ამ უწყებაში კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იქნება.