კინოწარმების შეფერხება ცვლილებების საჭიროებაზე მიანიშნებს - ბაჩო ოდიშარია
კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე ახლადდანიშნული ბაჩო ოდიშარია, რომელიც პროპაგანდისტული "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტია, კინოცენტრში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში კინოწარმოების დეფიციტია, რაც გამოსასწორებელია.
ბაჩო ოდიშარია ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურა კინოცენტრში ვაკანტური იყო, რადგან ამისთვის საჭირო გამოცდილებადა ცოდნა აქვს.
დროულად მოვედი და თანამშრომლებს შევხვდი. დღეს ვერ მოვახერხე მათთან შეხვედრა. რასაკვირველია, ამ დღეებში ყველას შევხვდები. კინოცენტრს აკისრია იმის ვალდებულება, რომ წელიწადდში ერთი კარგი პროდუქტი მაინც შესთავაზოს ქართელ მაყურებელს. აქედან გამომდინარე, ის, რომ მსგავსი შეფერხება გვაქვს, გვიჩვენებს იმაზე, რომ საჭიროა რაღაცა ტიპის ცვლილება. კი, ამ რეორგანიზაციის შესახებ მაქვს ინფორმაცია და რასაკვირველია, დიდი სურვილიც მაქვს, ქართულმა კინოცენტრმა აწარმოოს კარგი ქართული კინო, რომელიც დეფიციტიც არსებობს ქვეყანაში. ჩემი პირველადი პროფესია კინოკრიტიკაა და როგორღაც მაქვს საკმარისი ცოდნა და სამუშაო გამოცდილებაც იმისთის, რომ კინოცენტრში პოზიციაზე ვაკანტური ვიყო, - ამბობს ოდიშარია.