შეცვლილი ჩვენებები ლაზარეს საქმეში - ადვოკატები პროკურატურას საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ

13.06.23 16:10
შეცვლილი ჩვენებები ლაზარეს საქმეში - ადვოკატები პროკურატურას საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ

ლაზარეს საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილმა პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს ხელი ვერ დაადო. დეტექტივმა, ვისი ავტომობილის დაწვასაც დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ედავებებიან, სამასამართლოს პირდაპირი ჩვენება ვერ მისცა. 

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძემ ვერ თქვა, რომ მის მანქანას ცეცხლი ლაზარე გრიგორიადისმა გაუჩინა. თუკი ის აქამდე ამტკიცებდა, რომ მისი მანქანის დაწვის კადრები ინტერნეტში ნახა, დღეს მოსამართლესთან ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ საკუთარი მანქანის დაწვას რუსთაველის გამზირზე თავად უყურებდა. 

პოლიციელის გარდა, დღეს სასამართლოს წინაშე ექსპერტიც გამოიკითხა, რომელმაც დამწვარ საპატრულო მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარა. მან პირდაპირ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე აღმოჩენილი ნავთობპროდუქტები მანქანებზე არ იყო.

შეცვლილი ჩვენებების გამო ადვოკატები ეჭვობენ, რომ პროკურორები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით ცდილობენ, 21 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ საქმე შეკერონ.

ავტომობილი, რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე, უშუალოდ რით იქნა დამწვარი ვერ დაადასტურა და არ იყო მანდ ნავთის მინარევი, ამაზე გასცა პასუხი. მეორე მოწმე იყო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ავტომობილი, რომელიც დაიწვას, იყო მისი. გამოკითხვის ოქმში უწერია, რომ თვითონ არ დაუნახავს, როგორ აზიანებდნენ მანქანას, მაგრამ ახლა სასაქმართლო სხფომაზე განაცხადა, რომ თვითონ ხედავდა ამას. იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ ვერავისიო, უბრალოდ ვხედავდიო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

დაცვის მხარისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ პროკურორები და ამტკიცებენ, რომ დღევანდელმა პროცესმა გრიგორიადისის ბრალეულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

მოწმე, როგორც გამოკითხვის ოქმში აფიქსირებდა, რომ არ შეეძლო კონკრეტული ნიშნულით ამოეცნო პირი, რომელმაც დაწვა მისი სამსახურებრივი ავტომობილი, ანალოგიური დაადასატურა დღევანდელ პროცესზე.  ბრალდებულის ქურთუკზე ექსპერტიზის დასკვნით ნავთობპროდუქტების კვალი დაფიქსირდა. ნავთობპროდუქტბეის კვალის არსებობა ადასტურებს, პირველ რიგში, ბრალდების მხარის შეფასებით იმას, რომ ბრალდებულს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შეხება ჰქონდა,“ - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ამ მოწმის გამოკითხვით დღეს პროცესი დასრულდა. რუსული კანონის წინააღდმეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტი დღეს განცხადების გაკეთებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა.
ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში მისი მხარდაჭერები შეიკრიბნენ. მათ პროცესის დასრულების შემდეგ ეზოში რუსული რუბლები იმის სადემონსტრაციოდ დატოვეს, რომ ქართული სასამართლო სწორედ პუტინის რეჟიმის დაკვეთას ასრულებს. 

დღეს საღამოს კი, 19:30 საათზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს 21 წლის ახალგაზრდის მამა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებას გააცნობს გეგმას, როგორ აპირებს შვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნას.