ჩიტის რძე, მაფინები, ტორტი და ღორის მწვადი - "ოცნება" ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას განაგრძობს
მაფინები, ჩიტის რძე, უნალექო ყავა, ტორტი, ღორის მწვადი და დასვენება ძვირადღირებულ სასტუმროებში - ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას განაგრძობს. “ქართული ოცნების“ პარტაქტივის რჩენა საქართველოს მოქლაქეებს მხოლოდ 13 დღეში 1 მილიონი ლარი დაუჯდათ.
ფული ძვირადღირებულ რესტორნებში ქეიფსა და სუფრებში თითქმის ყველა რგეიონში დახარჯეს. თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვაში მუნიციპალიტეტებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ოპოზიცია ამხელს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ივნისით თარიღდება, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ დაწერა, რომ თანხები პროდუქტებისთვის დაიხარჯა. ვრცელ ჩამონათვალში 31 კგ შაქარი, 70 ქილა უნალექო ყავა, 190 ცალი ხილის წვენი, 200 ცალი შოკოლადის ნაწარმი და 122 შეკვრა ნამცხვარია შეტანილი. ყველაფერ ამაში კი 4 ათასი ლარი დაიხარჯა.
ყვარლის მერს, გივი ზაუტაშვილს "პირველებმა" ჰკითხა, რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები, თუმცა მან კითხვა უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ მედიამ მერიას წერილობით უნდა მიმართოს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომცა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივ ხარჯავენ. "ევოპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე მიიჩნევს, რომ საბიუჯეტი თანხები უფრო მნიშნელოვან პროექტებზე უნდა იყოს მიმართული.
ფაქტობრივად, 1 მლნ ლარი დაიხარჯა წარმომავლობით ხარჯებში, რაც არის საკმაოდ დიდი ციფრი და აღნიშნული ხარჯების შემცირება არიც აუცილებელი, რადგან ეს თანხები მიემართოს უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე და არა მხოლოდ მათ ჭამა-სმაზე და მათ კომფორტზე. მიემართოს ინფრასტრუქტურულ პროექტებშ, სოციალურ პროექტებში ჯანდაცვისპროექტებში და ა.შ. ჩვენს ხარჯზე „გულაობენ“ სახელმწიფო მოხელეები, - ამბობს ბესიკ დონაძე.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ ბიუჯეტად მიიჩნევს და საკუთარი სურვილისამებრს ხარჯავს.
იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თვითიზოლაციაში მოქცევას, გაუგებარია, რისთვის იხარჯება ეს წარმომადგენლობითი ხარჯები და ვისი დახვედრა-გაცილებისთის ხარჯავს „ქართული ოცნება“ მილიონობით ლარს. ფაქტია, რომ ისინი ბიუჯეტს უყურებენ როგორც საკუთარ ჯიბეს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც ხშირად ხარჯავენ ხოლმე ერთმანეთისთის გამასპინძლებაში, - ამბობს ბუაძე.