ვერაფერს დაუმტკიცებენ ლაზარეს - გრიგორიადისის ბაბუა
მარტის აქციების დროს “მოლოტოვის კოქტეილის” სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაჭერილი ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ახალგაზრდას დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. ლაზარეს ბაბუის გია კალანდაძის თქმით, კადრებით, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა, მისი შვილიშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს.
გახარებული ვარ იმ ამბით, რაც მოხდა სასამართლოზე და იმედია, რომ ასე გაგრძელდება ბოლომდე და ვერაფერს დაუმტკიცებენ ლაზარეს. ლაზარე სხვა კადრებში კი მყავს ნანახი, მაგრამ კონკრეტულად მანქანას რომ ცეცხლს უკიდებს და კოქტეილს, რომ ისვრის, ასეთი რაღაც არ ჩანს“ - განაცხადა კალანდაძემ.
სასამართლოზე იგეგმება ასევე ლაზარე გირგორიადისის ბაბუის გამოკითხვაც, მას მოწმის სახით მომდევბნო სხდომებზე დაიბარებენ. ბაბუა ამტკიცებს, რომ აქციიდან დაბრუნებულ მის შვილიშვილს არც ნავთობის სუნი ჰქონდა და არც დამწვარი მაისური ეცვა.