რა ხდება ვერეს ხეობაში? - 13 ივნისის ტრაგედიის ადგილზე მშენებლობები ისევ მიმდინარეობს
რა ხდება დღეს ვერეს ხეობაში, რომელიც რამდენი წლის წინ სტიქიური უბედურების ეპიცენტრი იყო - 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ მდინარის მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობები აიკრძალა, თუმცა როგორც ირკვევა, მხოლოდ დროებით.
ორი მაღალსართულიანი შენობა ხეობაში უკვე დასრულებულია. ანუ ის, რაც არ შეიძლება სხვებისთვის, დასაშვებია გამონაკლისებისთვის.
კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი მერიამ მიწათმფობელისგან გამოისყიდა იმ მოტივით, რომ იქ არაფერის აშენება არ შეიძლებოდა, ახლა კი თავისივე მიწაზე საჯარიმო ავტოსადგომი მოაწყო.
ვრცლად ნახეთ მარიამ ახალკაცის რეპორტაჟში.