ვიდგები იქამდე, სანამ ჩემი უდანაშაულო ბიჭი, ლაზარე არ გათავისუფლდება - ლაზარეს მამა

13.06.23 22:40
ვიდგები იქამდე, სანამ ჩემი უდანაშაულო ბიჭი, ლაზარე არ გათავისუფლდება - ლაზარეს მამა

„მე აქ ვიდგები იქამდე, სანამ ჩემი უდანაშაულო ბიჭი, ლაზარე არ გათავისუფლდება,“ - ეს განცხადება ლაზარე გრიგორიადისის მამამ გააკეთა. ბექა გრიგორიადისის თქმით, მისი შვილის გათავისუფლებამდე პარლამენტის უკან კარავს არ დაშლის და აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მივისწრაფი პოლიტიკაში, არ მაინტერესებს არანაირი ადგილი პოლიტიკაში, უბრალოდ მინდა, ჭკვიან ახალგაზრდებს მივცე სასუალება ბოლომდე გაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროოპულ რელსებზე. რუსეთის გზაა - დაგვყვეს და ბატონობენ, ჩვენი დევიზია, რომ გავერთიანდეთ ერთად და დავასრულოთ რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.