ლაზარე დამნაშავე არ არის - წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა
ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობას უცხადებს მარტის აქციების დროს წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა, სალომე კენჭიაშვილი. ის ყოველდღე მიდის პარლამენტთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მამას რამდენიმე კვირაა, კარავი აქვს დადგმული და შვილის გათავისუფლებას იტხოვს.
სალომე კენჭიაშვილი უერთდება დღეს დაანონსებულ აქციას, რომელიც პარლამენტთან 20 იცნისს გაიმართება და სადაც გააპროტესტებენ ხელისუფლების რუსული მმართველობის სტილს და ქართული ოცნების მცდელობას, რომ ქვეყანა რუსულ რელსებზე გადაიყვანოს.
ათასჯერ ვნახე კადრები, სადაც ლაზარეს აბრალებენ, რომ მაგან ისროლაო და ადარწმუნებული ვარ 100 პროცენტით, რომ მაგას არ უსროლია. ლაზარეს თავისუფლებისთვის ვდგავარ აქ და მაგისთვის ვიბრვი, არ არის ლაზარე დამნაშავე“, - ამბობს კენჭიაშვილი.
სალომე კენჭიაშვილი ქათული ოცნების ლიდერების განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ახალგაზრდებს აკრიტიკებენ, მორალს უკითხავენ და სატანისტებს უწოდებენ. კემჭიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები მისთვის სასაცილოა.
20 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას ახალგაზრდები უერთდებიან. პარლამენტის უკან გრიგორიადისის მამასთან ამ წუთებშიც იმყოფებიან ლაზარეს გულშემატკივრები, მათ შორის, სტეფანია მღებრიშვილიცაა. ის დარწმუნებულია, რომ ლაზარე უდანაშაულოა.