ხმაური და დაპირისპირება ვაზისუბანში - ოთხსულიან ოჯახს ბინიდან ასახლებენ
ხმაური და დაპირისპირება ვაზისუბანში - ერთ -ერთ საცხოვრებელ კორპუსთან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები და პოლიციაა მობილიზებული. სახლიდან ოთხსულიან ოჯახს ასახლებენ, აქედან ორი არასრუწლოვანი ბავშვია.
მირცხულაძეებს სახლს ვალის გადაუხდელობის გამო ართმევენ. მიზეზი 17 ათასი დოლარია, რომელიც ორი შვილის დედამ კერძო მევახშიგან აიღო და თანხა ვეღარ დაუბრუნა.
აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა მირცხულაძეების სახლიდან ნივთების გამოტანა დაიწყეს. ოჯახი შველას ითხოვს.