"მფარველები ჰყავთ, თორემ ასე რას იპარპაშებდნენ?" - ვაზისუბანში ხმაურიანი გამოსახლება გრძელდება
ვაზისუბანში მირცხულაძეების ოჯახის გამოსახლება გრძელდება. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს ბინიდან ნივთები უკვე გააქვთ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათსა და კერძო პირს შორის დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ირკვევა, რომ ლოლა მიქაიამ ბინა "კაპიტალ ექსპრესიდან" შეიძინა, მეპატრონე კი ლოლა მიქაიას სთხოვდა, რომ მათ შორის მოლაპარაკება შემდგარიყო და ბინა 30 ათას დოლარად გამოესყიდა, თუმცა მიქაია ამ წინადადებას არ დათანხმდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიქაიას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს. მირცხულავები ამბობენ, რომ მიქაიამ მათ გარდა საკუთარი სახლებიდან კიდევ 30 ოჯახი გამოასახლა.
მე ვთავაზობ, რომ 22 აქვთ გადახდილი, რომ 3-დან 6 თვემდე რაღაც პერიოდი მომცენ ან გაყიდვის უფლებით, რომ ან გავყიდი ან დავუბრუნებ მე მაგათ ამ თანხას და 30-ზე ორმ დამთანხმდნენ, მივცემ. ლოლას ქმარი საერთოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და ნეტავ მაგან ვინ უნდა დაიცვას, როცა მე ორი მცირეწლოვანი ბავშვით გარეთ მაგდებს? მფარველები ჰყავთ, თორემ ასე რას იპარპაშებდნენ?, - ამბობს ორი შვილის დედა, ეკატერინე მირცხულაძე.
აღსანიშნავია, რომ მირცხულავების ოჯახი სოციალურად დაუცველები არიან.