პროტესტის მეცხრე და შიმშილობის მესამე დღე - ჭიათურა პროტესტის ეპიცენტრია

14.06.23 11:56
პროტესტის მეცხრე და შიმშილობის მესამე დღე - ჭიათურა პროტესტის ეპიცენტრია

ჭიათურა ისევ პროტესტის ეპიცენტრია. მეცხრე დღეა თანამშრომლები სამუშაო საათების შემცირებას აპროტესტებენ და ხელფასის მომატებას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა შიმშილობენ. 

მაღაროელები ქუჩაში რჩებიან და მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტს არ აპირებენ. "ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ ბაზარზე კრიზისია და იქ დასაქმებულებს სამუშაო საათებს ამ მიზეზით უმცირებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ხელფასები იგივე რჩება. ამ დაპირების მაღაროელებს არ სჯერათ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მხარდაჭერას იღებენ. მაღაროელები იმედოვნებენ, რომ მათი ქმედებები შედეგს გამოიღებს.

ამ მეთოდით ვცდილობთ, იმ პრობლემების გადალახვას, რაც ჩვენს ქალაქს ანადგურებს, აზიანებს, ანადგურებს ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურას. მიმდებარე სოფლებს მიწასთან ასწორებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მიმდინარებს მოლაპარაკებები, ჩვენს გვერდით დგას სახალხო დამცველის აპარატი, გვესაუბრებიან ვღებულობთ მათგან რჩევებს, ისმენენ ჩვენ გაჭირვებას და გვჯერა იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს - ამბობს პროტესტის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც შეთანხმება "ჯორჯიან მანგანეზს" შორის ვერ შედგა. მაღაროელები 12 %-ით ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.