Coca-Cola და SSC Napoli ადასტურებენ შეთანხმებას ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე

14.06.23 12:14
 Coca-Cola და SSC Napoli ადასტურებენ შეთანხმებას ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე

ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Coca-Cola და SSC Napoli ადასტურებენ შეთანხმებას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე.

ლიმიტირებული  გამოშვების, 500 მლ ბოთლები ხელმისაწვდომია  მხოლოდ საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში. 

ეს არის კლუბის SSC Napoli-ის და კომპანია  Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის  შემდგომი (რიგით მეორე) დადასტურება, რომელიც გასული წლიდან კლუბ SSC Napoli-ს გლობალური პარტნიორია.

თანამშრომლობა, სპორტისადმი ღირებულებებისა და სიყვარულის გაზიარება,  რომელსაც კოკა-კოლა ყოველთვის უჭერდა მხარს, მთავარ საფეხბურთო მოვლენებთან სიახლოვის ხანგრძლივი ისტორიით, მიზნად ისახავს ხალხის გაერთიანებას და დადებითი ემოციების გაზიარებას ცხოვრების  ყველა მომენტში!