ოკუპანტის ენის დამკვიდრების მცდელობა - ბათუმში სავაჭრო ობიექტები რუსული წარწერებით აჭრელდა

14.06.23 13:21
ოკუპანტის ენის დამკვიდრების მცდელობა  - ბათუმში სავაჭრო ობიექტები რუსული წარწერებით აჭრელდა

ოკუპანტის ენის დამკვიდრების მცდელობა საქართელოში - "ვაიკიკის" ბათუმის ფილიალში პროდუქციას ფასები რუსულ რუბლებში ჰონდა დატანილი.

ფაქტს საზოგადოების დიდი პროტესტი  მოჰყვა, რის შემდეგაც "ვაიკიკის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფასები პროდუქციაზე ლარებში დაეწერა. მაღაზიაში ამტკიცებენ, რომ შეცდომა შემთხვევით გაიპარა, რადგან პროდუქცია ბელორუსიდან შემოვიდა, თუმცა ამ არგუმენტების საზოგადოებას არ სჯერა. 

ბელორუსული ყუთები, მაღაზია დაიკეტა და გადანაწილდა პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებში, ბევრ ქვეყნებში, არა მარტო საქართველოში. ანუ „ვაიკიკი“ არ არის რუსული კომპანია, მოგეხსენებათ, თურქული კომპანიაა. უბრალოდ, გამორჩა ერთ-ერთ ნივთზე ფასი. მთლიანი მაღაზია შეგიძლიათ დაათალიროთ და ნახოთ, რომ ქართული ფასია მითითებული, ვვაჭრობთ ქართული ლარით, არა რუბლებით. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვეკითხება და არასდროს კუპიურა არ აგვიღია, - ამბობს "ვაიკიკის" ამინისტრაცია. 

"ვაიკიკი" ერთადერთი არ აღმოჩნდა. რუსულ ენაზე ბეჭდავენ ქვითრებს "მაკშაურმაშიც". ტელეგრამ არხებში ასევე ვრცელდება განცხადებები, რომლებშიც  რუსეთის მოქალაქეები ბათუმში სამსახურებს ითხოვენ, რაზეც მათ დამსაქმებლები და კერძოდ, საუბარია მიმტანის პოზიციაზე, პასუხობენ, რომ მათ მხოლოდ რუსული ენიც~ს ცოდნა მოეთხოვებათ და ქართულის ფლობა სავალდებულო არ არის.  

აქტივისტები, რომლებიც წლებია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან, ამბობენ, რომ ეს უსისხლო ოკუპაციაა, ხოლო "ქართული ოცნების" დუმილი ისტორიაში სამარცხვინო ფაქტად ჩაიწერება.

თვეების და ბოლო კვირეების განმავლობაში დანახული მოვლენები, ვგულისხმობ რუსულ ჩეკებს, რუსულ ფასებს ბრენდულ მაღაზიებში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიყვანა საქართველო რუსულ ლიანდაგებზე და მიმდინარეობს უკვე უსისხლო ინტერვენცია, უსისხლო ოკუპაცია. ყველაფერი კეთდება რუსებისთვის, მათი კომფორტისთის და ეს ყველაფერი კეთდება საქართველოს ეროვნული ინტერსების დათმობის ხარჯზე, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი  დავით ქაცარავა. 

რუსული ჩეკების გაცემა და რუსულ ენაზე მომსახურება საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება, შესაბამისად, "პირველებმა" კითხვა ომბუდსმენს დაუსვა, აპირებს თუ არა ის აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საკითხს მოიკვლევს.

იმდაგვარ რამ, სადაც სხვა ენაზე განთავსებული წარწერები ქართულის აგრეშე არის ან ეს წარწერები უფრო დიდად არის, ვიდრე ქართული, მემგონი, ეს არ შეესბამება ამ კნონის მოთხოვნებს და თუ არ ვცდები, შესაბამისი დეპარტამენტი არსებობს და ამ კნონის ფარგლებში ყველას ვალდებულებაა, რომ დაემორჩილოს სახელმწიფო ენის შესახებ კანოლნის მოთხოვნას. თუ კანონის მიხედვით არ მოხდა საკითზე რეაგირება, ჩვენ ამ საკითხს მოვიკვლევთ და ამაზე დამატებით მერე განმარტებებს გავაკეთებთ, - ამბობს იოსელიანი. 

შემზარავი ინფორმაცია აჭარიდან დღეს გავრფცელდა. აღსანიშნავია, რომ საკითხზე  ხელისუფლება ამ დრომდე დუმს.