კინოცენტრის დირექტორი ისევ იმალება - თანამშრომლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

14.06.23 14:05
კინოცენტრის დირექტორი ისევ იმალება - თანამშრომლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

კინოცენტრის ახალი დირექტორი ისევ მდუმარებაში და თვითიზოლაციაშია - კობა ხუბუნაია თანაშრომლებთან შეხვედრას ისევ ვერ ბედავს. მეორე დღეა ახალ დირექტორთან შეხვედრას კინოცენტრის ათობით თანამშრომლი ითხოვს, თუმცა ციხეების ყოფილი შეფი ისევ კაბინეტშია ჩაკეტილი.

წულუკიანის მიერ მტრებად გამოცხადებული კინო რეჟისორები, სცენარისტები და მსახიობები კი კინოცენტრის გადასარჩენად უწყვეტ პროტესტს აანონსებენ და ამბობენ, რომ კინოცენტრის პირველ სართულზე სხვადასხვა ფილმების ჩვენება ექნებათ და ყოველდღე შეეცდებიან კობა ხუბუნაიასთან კავშირზე გასვლას. 

მათ მთავარი მოთხოვნა კვლავ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება და ახალი დირექტორის არჩევაა.

ვითხოვთ, რომ გამჭვირვალედ და ღიად დაინიშნოს დირექტორი, რომლის ნდომაც ექნება მთელს სექტორს, რომელსაც კინოც ეყვარება, იმიტომ, რომ ხვედავთ, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც საერთოდ არაფერს ნისნავს ეს სექტორი, ისე არიან თანამდებობაზე, მათ შორის ერთ ერთი რიგითი პროპაგანდისტიც დაიყენეს გვერდზე, რომელიც გაგნებაში არ არის და ჰქონიათ, რომ "ჩცდ"-ს და "ჩიფსების თაობას" ვაფინანსებთ. ასეთი პირი არ უნდა იყოს, უნდა ავირჩიოთ ნორმალური და თუ ის რეორგანიზაციას გადაწყვეტს, კი ბატონო, იყოს". - ამბობს კინოცენტრის თანამშრომელი.