რუსული წარწერებით აჭრელებული აჭარა - ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება უჭირს

14.06.23 15:21
რუსული წარწერებით აჭრელებული აჭარა - ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება უჭირს

რუსული რუბლებით აჭრელებული აჭარა და რუსულ რუბლებში დატანილი ფასები - ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს. უფუნქციოა სახლემწიფო ენის დეპრტამენტიც, რომლის მთავარი მოავლეობა სახელმწიფო ენის დაცვაა. უწყება კანონდარღვევას არ იმჩნევს. 

ხელისუფლების უმოქმედობამ  ქვეყნაში დიდი პროტესტი უკვე გამოიწვია. პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ ადგილი არა მხოლოდ რუსიიფიკაციას, არამედ ეკონომიკურ ოკუპაციასაც აქვს. მისი თქმით, კერძო სტრუქტურები და ადამიანები, რომლებიც აღნიშნული ჩამოშლის ფონზე მდიდრდებიან, ნავთს ასხამენ იმ ცეცხლს, რომელშიც ქართული სახელმწიფოორბიობა იწვის. 

არა მარტო რუსიფიკაციასთან გვაქვს საქმე, არამედ პირდაპირ ეკონომიკურ ოკუპაციასთან. საქართელოს სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ და ლინგვისტურ ოკუპაციასთან. კერძო სტრუქტურები, კონკრეტული ადამიანები ამ ჩამოშლის და ღალატის ფონზე პირადი გამდიდრების მიზნით ისინი ზემოდან ასხამენ ნავთს იმ ცეცხლს, რომელშიც იწვის ჩვენი სახელმწიფოებრიობა. არ გავქვს განცდა არცერთ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტთან, რომ ის გამოხატავს ამ სახელმწიფოს ინტეერსებს, - ამბობს ამაღლობელი. 

"ქართულ ოცნებაში" კი განმარტებების გაკეთება უჭირთ. პარტიის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ფეიკია, თუმცა საკითხის გარკვევის აუცილებლობაზეც საუბრობს. 

 ასეთი ფეიკები ხშირად ვრცელდება და თუ ეს მართალია უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუ ფეიკია, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფეიკს ავრცელებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის საჭირო დაინტერესება ამ ყველაფრით. ერთადერთი ვალუტა, რომელიც არის ლეგალური საქართველოში მიმოქცევაში, ეს არის ქართული ლარი და ყველამ ამას პატივი უნდა სცეს. არსებობს კანონმდებლობა ქართული ენის შესახებ, სახელმწიფო ენის შესახებ და ეს კანონმდებლობაც უნდა იყოს მკაცრად დაცული, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ალუდა ღუდუშაური კი ამტკიცებს, რომ საკითხს შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

ეს არის დარღვევა ცალსახად. გონივრულობის თუ კანონის მიღმა რომაა გასული ეს ყველაფერი, ესეც ცხადია, მაგრამ ის, რომ ზოგადად, მორალისგან და ყველაფრისგან გასულია,  მაგან იქ რაღაცაა გააკეთა, მე მთხოვს ამაზე სერიოზულ კომენტარს? დასაგმობია, კანონმდებლობა ამას ცალსახად და არეგულირებს და მიხედავენ, - ამბობს ღუდუშაური.