ვაკის პარკის შადრევნის საქმე - მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ კალაძის უწყებამ დაუსრულებელი პროექტი ჩაიბარა
ხმაურიანი სასამართლო ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე - კალაძის უწყების ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს დაადასტურა, რომ ვაკის პარკი მერიამ ისე ჩაიბარა, რომ პროექტი დასრულებული არ ყოფილა.
ხმაურიანი ჩვენება სასამართთლოს გიორგი ვახტანგიშვილმა მისცა. მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ციხეში 13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმის გამო გაუშვეს, რამდენიმეთვიანი დუმილი დღეს პირველად დაარღვია, თქვა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის, ბრალდებულ გიორგი ვახტანგაშვილის განცხადებით, ის მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.
კაცი ამტკიცებდა, რომ არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არცერთ ბრძანება არ გაუცია, ასევე, არ იყო უფლებამოსილი პირი და არც მისი სამსახური იყო უფლებამოსილი, რომ პროექტის დასრულებაზე და რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა.
ვახტანგიშვილს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.