კინოცენტრი პროტესტის ეპიცენტში - კობა ხუბუნია აქციის მონაწილეებს ისე არ ხვდება
კინოცენტრის გაუჩინარებულ დირექტორს აქციის მონაწილეები ისევ ეძებენ - კობა ხუბუნია სამსახურშია, თუმცა თანამშრომლებთან შეხვედრას არ გეგმავს.
კინორეჟისორები, სცენარისტები და მსახიობები კი უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. მათ ცოტახნის წინ სტუდენტებიც შეუერთდნენ. ყველა ერთად კინოცენტრში წულუკიანის რეპრესიებს და გამოცხადებულ რეორგანიზაციას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, კინოცენტრის დირექტორი "მეცადინეობს" იმაზე, თუ როგორ მართოს კინოცენტრი.
ყველაზე მეტად რისიც მეშინია, არის არაპროფესიონალი ადამიანები კინოში. დირექტორმა თქვა ერთ-ერთ თანამშრომელთან ლაპარაკის დროს, რომ ჯერ არ იცის ყველაფერი გაერკვევა და მერე გვეტყვის. უბრად მე მგონია, რომ ახლა არ ვართ იმ ეტაპზე, რომ დაველოდოთ კინოცენტრის დირექტორი როდის იმეცადინებს, როგორ უნდა მართოს კინოცენტრი, - ამბობს აქციის მონაწილე.
კინოცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილის თქმით, დირექტორს ისეთი კადრები სჭირდება, რომლებიც მონამორჩილნი იქნებიან და უსიტყვოდ დაემორჩილებიან დირექტორის გადაწყვეტილებებს.
კინოცენტრის დამორჩილების დამოუკიდებლობის შეზღუდვის, მიზნად დასახული გადაწყვეტილების მიზნების თავისუფლად გატარების მცდელობას იმიტომ, რომ სჭირდება მას ისეთი კადრები, რომლებიც იქნება მისი მონამორჩილი, უსიტყვოდ დაემორჩილება, - ამბობს კინოცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნინო კუხალაშვილი.