„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ქუთაისში - გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14.06.23 16:23
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ქუთაისში - გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

შესაძლოა, დაცვის მხარემ შესაძლოა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, გაასაჩივროს. 

გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.

მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.