ბათუმში 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი ცნობილია - მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

14.06.23 16:49
ბათუმში 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი ცნობილია - მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი ცნობილია -  პროკურატურაში ამბობენ, რომ გოგონა, რომელიც ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნისას დაიღუპა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,  ბრალი წარუდგინა პირს, რომელსაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული. დაკავებულს  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც გაასამარტლებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა"- აცხადებენ უწყებაში. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.