აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე თავდამსხმელი დააკავეს

14.06.23 19:27
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე თავდამსხმელი დააკავეს

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელი დააკავეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს დღეს დილით, რადიოში უცნობმა პირმა მიაკითხა მოტივით, რომ წიგნი გადაეცა. გარეთ გამოსულ ფარტენაძეს პირმა ჯერ წიგნი გადასცა, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.