15 წლის გოგო მე-15 სართულიდან გადმოხტა - სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული სასამართლოს მოლოდინშია

14.06.23 20:29
15 წლის გოგო მე-15 სართულიდან გადმოხტა - სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული სასამართლოს მოლოდინშია

უმძიმესი ბრალდებით დაკავებული 25 წლის კაცი სასამართლოს მოლოდინშია. გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის გოგონამ, რომელიც სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდი მე-15 სართულიდან გადმოხტა. ამ შემზარავი ფაქტიდან 2 დღეში მოძალადე სამართალდამცველებმა დააკავეს. მას უკვე წარედგინა ბრალი 2 მუხლით.

ხვალ სასამართლო 25 წლის კაცის აღკვეთის ღონისძებაზე იმსჯელებს.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები შოკში არიან და მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობენ.