ავტობანზე, ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაიწვა

15.06.23 10:20
ავტობანზე, ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაიწვა

ავტობანზე ავტობუსი დაიწვა. აღაიანთან მგზავრებით სავსე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. კომპანია მეტროს მფლობელობაში არსებული ავტობუსი სრულად განადგურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აალების მიზეზი ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.