"სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ" - თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1973 წელს დაბადებული, ი.ც. თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.