ასპინძასა და ადიგენში ყირიმ–კონგოს ცხელებით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

15.06.23 10:56
ასპინძასა და ადიგენში ყირიმ–კონგოს ცხელებით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

ასპინძასა და ადიგენში ყირიმ–კონგოს ცხელებით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, ოჯახის ექიმი, გარდაიცვალა.