მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა
მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად.
სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს.