რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

15.06.23 14:04
რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

სასამართლომ მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ახალგაზრდა კაცი მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავეს. გამოძიების  ინფორმაცით,  შალვა იაშვილმა ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. ქალს სახეზე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. 

27 აპრილს იაშვილს პატიმრობა შეეფარდა.