15 წლის გოგო არასარურველი ქორწინებისა და ძალადობისგან მასწავლებელმა იხსნა - რა მოხდა მარნეულში

15.06.23 15:27
15 წლის გოგო არასარურველი ქორწინებისა და ძალადობისგან მასწავლებელმა იხსნა - რა მოხდა მარნეულში

ახალი დეტალები მოზარდის იძულებით გათხოვების საქმეზე - "პირველების" ინფორმაციით, 16 წლის გოგოს მამა და პოტენციური საქმრო, პოლიციამ სკოლის მოსწავლის დამრიგებლის ჩვენების საფუძველზე დააკავა. 

ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც პედაგოგმა გაიგო, რომ მოზარდი იძულებით დანიშნეს, 22 წლის ბიჭმა კი მას სკოლაში სიარული აუკრძალა, პოლიციას მიმართა. 

 დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან, დაკითხვაზე ჰყავთ დაზარალებული არასრულწლოვანიც - გოგონამ უნდა თქვას, იყო თუ არა იძულებაში ჩართული მისი მამიდაც.  არ არის გამორიცხული, რომ 40 წლის ქალით სამართალდამცავები დაინტერესდნენ. 

რაც შეეხება დაკავებულების ოჯახის წევრების პოზიციას, ისინი დილიდან თავის მართლების რეჟიმში არიან: 

"არაფერი დაგვიშავებია, კაცი ხომ არ მოგვიკლავს, არ ვიცი რატომ დააკავეს ჩემი შვილი, მისი შვილისთვის ცუდი არ უნდა, ეს ჩვენი პატარა გოგო ბევრს მოსწონდა სკოლაში, აწუხებდნენ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვენიშნა ეს დანაშაულია?! არავინ არაფერს არ აიძულებდა, არც სცემდა, თვითონ ეტყვის ალბათ პოლიციას დაკითხვაზე, მამიდამისი საერთოდ რა შუაშია, ყველა ოჯახის წევრს გვინდოდა, რომ ბავშვი სწორ გზაზე დაგვეყენებინა" - ამბობს დაკავებული, 22 წლის კაცის დედა. 

მსგავსი სიახლეები