კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ცენზორის გარეშე - კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
„კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ცენზორის გარეშე“ - ქართული კინო საფრთხეშია. უკვე მეოთხე დღეა კინოცენტრთან თანამშრომლების პროტესტი უწყვეტად გრძელდება. უცვლელია მთავარი მოთხოვნებიც - რეორგანიზაციის დაუყოვნებლივ შეჩერება და დიალოგი თანამშრომლებთან. თუმცა, წულუკიანის მიერ რეპრესიებისთვის დანიშნული ახალი მენეჯმენტი თანამშრომლებს არ ეკონტაქტება.
კინოცენტრის თანამშრომლები ცენტრის წულუკიანის სანდრო კადრებით დაკომპლექტებაში თანმიმდევრულ ნაბიჯებს ხედავენ და დარწმუნებულები არიან, რომ მუზეუმებისა და თეატრების შემდეგ, ახლა კინოს დამორჩილების დრო მოვიდა.
კიდევ ერთხელ ვხედავთ კულტურის დამორჩილების მცდელობას, რაც აქამდე ცნახეთ მუზეუმების, თეატრების შემთხვევაში, ზოგადად, წლებია, ამას ვხედავთ მთავრობის მხრიდან და ახლა კინოს ჯერი დადგა,“ – ამბობს მსახიობი ანანო მახარაძე.
ბოლო კვირებში მიმდინარე მოვლენები თანამშრომლებისთვის ააშკარავებს ხელისუფლების განზრახვას, რომ ნეიტრალურ სფეროში სწორედ პოლიტიკა შეიტანოს.
მინისტრის რიტორიკა, რომ ამ თემებზე უნდა გადავიღთ ფილმი, მიუღებელია. ძალიან ბევრი მინისტრი, კინოცენტრის ძალიან ბევრი ხელმძღვანელი შეიცვალა, იყო ხელისუფლების ცვლილებები, მსგავს ჩარევას არ ჰქონია. ესენი არიან ძალოვანი, სრულიად სხვა სფეროდან მოსული ადამიანები, ერთი არის სამთავრობო სახე და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არის მცდელობა პოლიტიზაციის,“ - განაცხადა კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა.
უკვე მეოთხე დღეა კინოცენტრის თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან შეხვედრას არ ჩქარობს პროპაციის სააგენტოდან კინოცენტრში ხელმძღვანელ პოზიციაზე გადაყვანილი კობა ხუბუნია. თანამშრომლებთან არ ჩნდება არც ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც პარალელურად სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდისტულ არხზეც მუშაობს.