წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი - საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

15.06.23 20:32
წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი - საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი.  საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს.  ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრია გურჯაანი. ასეთი წყალმოვარდნა რაიონში არ ახსოვთ. ქალაქის ქუჩები მთლიანად წყალშია.  ადიდებულმა მდინარე პირდაპირ ქალაქში მოედინება.  წყალს მიაქვს პრაქტიკულად ყველაფერი. სახლების პირველი სართულები და ქუჩებში მდგარი ავტომობილები მთლიანად წყალშია ჩაძირული.  მძიმე ვითარებაა წალკასა და შიდა ქართლშიც, სადაც მოსახლეობა სტიქიის პირისპირ აღმოჩნდა. ადიდებულმა მდინარეებმა  მიწასთან გაასწორა ნათესები და ის შენობებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის მოსავალს ინახავდა.

 

მსგავსი სიახლეები