არასრუწლოვნას გათხოვებას ცემით აიძულებდნენ - 15 წლის გოგოს მამა და სასიძო ბრალის წარდგენას ელოდებიან
15 წლის გოგოს მამა და სასიძო ბრალის წარდგენას ელოდებიან. მოზარდმა უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას. მამა სკოლის მოსწავლე შვილს აიძულებდა გათხოვებას. 15 წლის მოზარდი იძულებით დანიშნეს, რის შემდეგაც სკოლაში სიარულიც აუკრძალეს. როგორც გაირკვა, სკოლის მოსწავლეს გარიგებით მამიდა ათხოვებდა. მას შემდეგ რაც მოზარდმა იძულებით გათხოვებაზე უარი თქვა საქმეში მამა ჩაერთო და შვილზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო. გაუსაძლისი ყოფა კი 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე მოზარდის მამასაც და მის საქმროსაც ხელბორკილები არ დაადეს.