წულუკიანი მორჩილია, მონაა - იულონ გაგოშიძე

15.06.23 21:26
წულუკიანი მორჩილია, მონაა - იულონ გაგოშიძე

„მიზანი აქვთ საქართველო ჩაიდონ ჯიბეში, ჩაიგდოს ხელში ერთმა კაცმა. ამის გაკეთება არ შეიძლება, თუ მთელი საზოგადოება არ დაგემორჩილა,“ - ასე აფასებს ისტორიკოსი, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს.

იულონ გაგოშიძე, რომელიც წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლია, ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა არ იცის, რას ნიშნავს ხელოვნების თავისუფლება. იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ რეპრესიები გრძელდება და ის თავის თავზეც გამოსცადა.

ისტორიკოსის შეფასებით, დღევანდელი მთავრობის წევრები მხოლოდ ერთ პირთან - ბიძინა ივანიშვილთან - არიან პასუხისმგებლები. 

ძალაუფლებას სჭირდება მორჩილება. წულუკიანმა თავის პირით თქვა, მე მორჩილი ვარო, დიახ, მორჩილია, მონაა, მონა აუცილებლად მორჩილი უნდა იყოს. მონას, როდესაც ძალაუფლებას მისცემ, ის საშინელებაა. იმიტომ, რომ მორჩილის მორჩილება კიდევ უარესია,“ - ამბობს იულონ გაგოშიძე.

მსგავსი სიახლეები