ფანჯრები ჩვენს ქვეყანას ამოჭრილი აქვს ჩრდილოეთისკენ - ნიკა ჩერქეზიშვილი
„ფუნდამენტი ჩასხმულია, კედლები ამოყვანილია, გადახურვაც დასრულებულია და კარები და ფანჯრები ჩვენს ქვეყანას ამოჭრილი აქვს ჩრდილოეთისკენ“, - ასეთი შედარებით ხსნის პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
ჩერქეზიშვილი თეა წულუკიანის მორიგ სამიზნეზე - კინოცენტრზე საუბრობს და ამბობს, რომ რეპრესიებს ხელისუფლება არ შეწყვეტს.
ახლა ქართული ოცნება ერთადერთ რაღაცას აკეთებს, დაკავებულები არიან პროპაგანდიტ და ამით უნდათ რომ ჩაყლაპონ ყველაფერი და ის, რაც ხალხს აწუხებს, ეს გლობალური თემები, 12 რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილი აღარ რჩება ყოველდღიური ტკივილებისთვის, დარდისთვის. ა,იტომ, ადმაინები ნუგეშს რომ ვეღარ პოულობენ, გარბიან ქვეყნისთვის. აბსოლუტურად ბრძოლისუნარიანი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ არაფერი არ გაუვათ, არ უნდა გავტყდეთ,“ - ამბობს ჩერქეზიშვილი.