გაჩნდა თავისუფლების კუნძულები, კლავენ ისევ თავიდან - რეჟისორი ირაკლი აფაქიძე

15.06.23 21:43
გაჩნდა თავისუფლების კუნძულები, კლავენ ისევ თავიდან - რეჟისორი ირაკლი აფაქიძე

რატომ ცდილობს ხელისუფლება ყველა სფეროში გავლენების გაფართოებას და რა ფორმით იყენებს რეპრესიებს - მთავრობის განზრახვას, დაიმორჩილოს ხელოვნება, რეჟისორი ირაკლი აფაქიძე აფასებს. 

ირაკლი აფაქიძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უჩენს განცდას, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი დაბრუნდა. კინოცენტრში მიმდინარე ფაქტები - პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის კინოცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნა, სამთავრობო პროპაგანდისტული არხის ერთ-ერთი სახის ხელმძღვანელ პოზიციაზე გადაყვანა, აფაქიძისთვის მიუღებელია.

გაჩნდა თავისუფლების კუნძულები, გაიზარდა ახალგაზრდა თაობა, აღარ არიან დაკომპლექსებულები, კლავენ ისევ თავიდან, ვერ გავიგე, როდემდე შეიძლება ამაში ვიტრიალოთ? ჩაკეტილ კუბიკში როდემდე უნდა ვიყოთ? გაიხედეთ, სად მიდის მსოფლიო და ჩვენ სად ვრჩებით? ანუ რა გვინდა, ამ კედლის უკან, ჭაობში ბაყაყებივით ვიყოთ?“ - ამბობს აფაქიძე.
 

მსგავსი სიახლეები