შეწყდეს მასშტაბური მშენებლობები - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
მსვლელობა მასშტაბური მშენებლობების წინააღმდეგ - საპროტესტო კოლონაში ასამდე ავტომობილი არის ჩაბმული.
მსვლელობის მონაწილეები თბილისის მერიასთან, საკრებულოსა და პარლამენტთან მისვლას გეგმავენ.
აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი სათქმელი მასშტაბური მშენებლობების შეჩერებაა. აქციის მონაწილეები გარდა იმისა, რომ თბილისის „ბეტონის ქალაქად“ გადაქცევას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ, რომ ფონიჭალაში ფეროს ქარხანა არ აშენდეს. აქციის მონაწილეების თქმით, მნიშნვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება და მასშტაბური შეკრება 21 ივნისს 12 საათზე თბილისის მერიასთან იქნება.