„უკან მოსკოვისკენ“ - ლუკა ნაცვლიშვილი

15.06.23 22:19

„უკან მოსკოვისკენ“ - ეს შთაბეჭდილება რჩება ლუკა ნაცვლიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს სკოლიდან გავრცელებული კადრებით, სადაც მან რუსეთის დროშა ჩამოხია.

ლუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები სწორედ ხელისუფლების განზრახვას უპირისპირდებიან, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანა რუსულ რელსებზე გადიყვანონ.

უკან მოსკოვისკენ ვბრუნდებით, ხელისუფლების გეზი აქეთკენ არის აღებული. ამას არა მარტო ეროს რაღაც ნაწილი იაზრებს, არამედ გარედან უკვე, თუნდაც ევროპარლამენტარებიც ამაზე აკეთებენ განცხადებებს. ზუსტად ამას ვაპროტესტებთ ახალგაზრდები. რუსების შემოსევის დიდი ტალღაა,“ - ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.
ლუკა ნაცვლიშვილი მარტის აქციების დროს სამართალდამცავებმა დააკავეს იმის მიუხედევად, რომ ის არასრულწლოვანია.

მსგავსი სიახლეები