მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცი თბილისში გადმოჰყავთ - მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისში, სავარაუდოდ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საარტილერიო ბატალიონის მეთაურს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს დაეცა.
თბილისში გადმოყვანამდე მას სამედიცინო დახმარება ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.