წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი - საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

16.06.23 09:41
წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი -  საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი -  საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრი გურჯაანია.  ადიდებული მდინარე პირდაპირ ქალაქში მოედინება. სახლების პირველი სართულები და ქუჩებში მდგარი ავტომობილები მთლიანად წყალშია ჩაძირული.  

მძიმე ვითარებაა წალკასა და შიდა ქართლშიც, სადაც მოსახლეობა სტიქიის პირისპირ აღმოჩნდა. ადიდებულმა მდინარეებმა  მიწასთან გაასწორა ნათესები და ის შენობებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის მოსავალას ინახავდა.

ქვეყანაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.