"დროული რეაგირებაა საჭირო" - სტიქიის ზონაში ენმ-ს წევრები ჩავიდნენ

16.06.23 11:12
"დროული რეაგირებაა საჭირო" - სტიქიის ზონაში ენმ-ს წევრები ჩავიდნენ

 სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ენმ-ს წევრები ჩავიდნენ, რომელთაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ჩავსლამდე მოსახლეობას ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია.

ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ არ შეხვდა ხელისუფლება ამ დრომდე ადგილობრივებს და რატომ არ აღუწერეს სტიქიით მიყენებული ზარალი, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. 

მე იგივე პასუხიმსგებლობას ვგრძნობ ნებისმიერი გურაჯაანელის მიმართ და იმ გაჭირვებული ადამიანის მიმართ, ვინც დაზიანდა. ჩვენ ვხედავთ, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და ამასთან ერთად, კერძო სექტორია დაზიანებული, როგორც მოსავალი, ისე სახლები, შევარდნილია წყალი. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ დროული რეაგირებაა საჭირო, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

გურჯაანში უმძიმესი ვითარებაა. უხვი ნალექის გამოო ქალაქი პარალიზებულია. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსები და სახლები. წყალმა წაიღო აგრარულ ბაზარებში გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. გზებიი მოგლეჭილი ხეებით არის ჩახერგილი. მაღაზიები, აფთიაქებიი დაკეტილია. ზარალი მხოლოდ ამ ქალაქში მილიონს აჭარბებს.

მძიმე ვითარებაა ლენტეხსა და ადიგენშიც. სტიქიის შედეგად ხალხს მოსავალი გაუნადგურდა და სახლები დაეტბორა.