"სერიოზული დაზიანება აქვს" - ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

16.06.23 11:07
"სერიოზული დაზიანება აქვს" -  ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

ჯარისკაცი, რომელსაც მეხი დაეცა,  მართვით სუნთქვაზეა.

ორფოლოს პოლიგონზე დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის მდგომაროება მძიმეა. ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში, სადაც ჯარისკაცია მოტავსებული, ამბობენ, რომ სამხედროს სხეულზე მე-3 მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვს.

მართვით სუნთქვაზეა, საკმაოდ სერიოზული ტრამვა აქვს მიღებული მეხის დაცემით. სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, თუმცა ტრამვა საკმაოდ სერიოზულია. დამწვრობა გულ-მკერდზე და კიდურებზე აღენიშნება. მე-3 მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვს. ტრამვიდან ძალიან ცოტა დროა გასული, რომ რამე გადაჭრით ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული".  - ამბობს ექიმი. 

დაშავებული ჯარისკაცი ახალციხიდან თბილისში უგონო მდგომაროებაში გადმოიყვანეს. ბატალიონის მეთაური იმ დროს დაშავდა, როცა გეგმიურ საველე სწავლებას ატარებდა.