"არ დავუშვებთ თავისუფალი კუნძულის მოსპობას" - პროტესტის მეხუთე დღე კინო ცენტრში

16.06.23 12:01
"არ დავუშვებთ თავისუფალი კუნძულის მოსპობას" - პროტესტის მეხუთე დღე კინო ცენტრში

პროტესტის მეხუთე დღე კინოცენტრში -  ხელოვანები ისევ პრობაციის ცენტრიდან კინოში გადასულ ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. კობა ხუბუნაია კინომცოდნეებთან  დრომდე  არ გამოჩენილა. 

კინოცენტრის თანამშრომმლები კი ამბობენ, რომ თავისუფალი კუნძულის მოსპობას არ დაუშვებენ. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური შიშობს, რომ ქართული კინო შესაძლოა, ისეთი გახდოს, როგორც საბჭორუ პერიოდში. 

შემოქმედებით, თავისუფლებით იქმნებოდა თითოეული მათგანი. თუ ამას გამოვაცლით, მივიღებთ ისეთ კინოს, როგორიც იყო საბჭოთა პერიოდში პროპაგანდას დაქვემდებარებული, ვიღაცის იდეას, ადამიანებს დაქვემდებარებული, რომლებმაც არ იციან არც შიდა პროცესები, არც გარე, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა ტიპის, რა კატეგორიის ხელოვნებაა კინო. ახლა მე რომ გამიშვათ და რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მამუშაოთ, რა თქმა უნდა, ის დაწესებულება იმ დღესვე დაინგრევა და ჩამოიშლება, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე, ლელა ოჩიაური. 

რეჟისორების თქმით, თავისუფალი ადამიანი საშიშია ისეთი ტოტალიტარული ქვეყნისთვის, როგორისკენაც , სამწუხაროდ, საქართველო ისწრაფის. 

როგორც ხარისთვის არის წითელი ნაჭერი საშინელება და საშიში, ასევე არის თავისუფალი ადამიანი საშიში და საშინელი ყოველი აი, ასეთი ტოტალიტარული ქვეყნისთვის, საითკენაც, სამწუხაროდ, ჩვენ მივდივართ. ასეთი ტიპის ქვეყნისთვის აუცილებელია, ორჯერ ორი ოთხია, რომ ეს პატარა კუნძულები, ოაზისები, სადაც თავისუფლება სუნთქავს, რამენაირად გადაუკეტო სასუნთქი ჰაერი, - ამბობს რეჟისორი, ირაკლი აფაქიძე.