თსუ-ში რუბლებით და საპროტესტო ბანერებით მისულ ახალგაზრდებს კობახიძის ლექციიდან გამოსული სტუდენტები თავს დაესხნენ
დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძე რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ "ოცნების" თავმჯდომარის ლექციიდან გამოსული სტუდენტები თავს დაესხნენ.
ახალგაზრდები კიბიდან დააგორეს, სახეში მუშტები ურტყეს და ტანისამოსი შემოახიეს. დაშავდნენ გოგონებიც. დაზიანებები ჯამში ოთხ სტუდენტს აქვს მიყენებული.
აქციის მონაწილე ახალგაზრდების თქმით, პროფესორ კობახიძის ლექციიდან გამოსულ სტუდენტებს მათი გამოხატვის თავისუფლების ფორმა არ მოეწონათ.
კობახიძის დასაცავად განსაკუთრებული აგრესიით ნიკოლოზ მელიქიშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.