საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნაზე საუბრობს

19.06.23 14:18
საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნაზე საუბრობს

ეროვნებით უკრაინელს საქართველოში პრობლემები აქვს. კაფე "ლუის" მფლობელი ამტკიცებს, რომ მას მეზობელი დევნის. ჭავჭავაძის 23 ნომრის ერთ-ერთი ბინიდან ქალი კაფის მეპატრონეს და სტუმრებს თავზე წყალს ასხამს.

დამადასტურებელი კადრები უკრაინელმა პირველებს გადასცა. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირების მიზეზი არასასიამოვნო სუნია.

კაფის მეპატრონე ილია მიშჩენკოს თქმით, მეზობელი დაუფარავად საუბრობს, რომ მისი მიზანი შენობიდან განდევნა და იქ საკუთარი ბიზნესის წარმოება სურს. მიშჩენკო მაბობს, რომ ორი სახის შემოწმება ჩატარდა კაფეში, მაგრამ დარღვევები არ გამოვლენილა.

"სახლის ამხანაგობის თავმჯდომარემ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის და ბიზნესის კაფე ლუის დევნა ფინანსური სარგებლის მიღების სურვილით. ის დაუფარავად ლაპარაკობდა ჩვენთანაც ჩვენს სტუმრებთანაც, პოლიციელებთანაც, რომ თავისი მოქმედებებით უნდა ჩვენი აქედან განდევნა, ამ შენობიდან და თავისი ბიზნესის გაკეთება. მიზეზად უსიამოვნო სუნს ასახელებს, რომელიც თითქოს ჩვენი დაწესებულებიდან გამოდის და რომელიც მას დისკომფორტს უქმნის. ორი შემოწმება გვქონდა ამ დროის განმავლობაში ეკოლოგიური და სასურსათო, რომელიც გვიდასტურებს, რომ არანაირი სუნი არ არის, ეს არის ცალსახად რეკეტის მცდელობა 90-იანი მცდელობის სტილით, - ამბობს "ლუი კოფის" მეპატრონე, ილია მიშჩენკო.

ადვოკატის თქმით, მრავლი შემოწმების შედეგად არ დასტურდება სუნის არსებობა და რომ მეზობელი ქალი ზემოქმედებს მათზე და იძულების წესით ტანჯვას აყენებს მათ. ადვოკატი ასახელებს ფაქტს, რომლის მეხედვითაც ადევნების კუთხით გამოძიება არ არის დაწყებული.

"არის მეზობელი ქალბატონი, რომელიც დევნის ბატონ ილიას საკუთარი ბიზნესიდან. რეალურად არანაირი სუნი არ არის იმიტომ, რომ მრავალი შემოწმება იქნა ინიცირებული ამ ქალბატონის მიერ. ორი დღის განმავლობაში 4 მაკონტროლებელი ორგანო იყო აქ, ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, რაც სუნთან არის დაკავშირებული. ადამიანი თავის საქციელით ზემოქმედებს მათზე, აიძულებს მათ შეიცვალონ ცხოვრების წესი, ტანჯვას აყენებს, შიშს განცდას უჩენს სწორედ ეს არის მიზანი, ადევნების კუთხით გამოძიება ვერაფრით იქნა დაწყებული, - ამბობს ადვოკატი, ზურაბ ლომსაძე.