დაგვცინიან, დათმობაზე არ წავალთ! - გაფიცული მაღაროელი

19.06.23 14:18
დაგვცინიან, დათმობაზე არ წავალთ! - გაფიცული მაღაროელი

„დათმობაზე არ წავალთ, გმირები ვართ... ნამდვილად დაცინვა იყო ის, რაც კომპანიამ შემოგვთავაზა," - ეს განცხადება ჭიათურაში აქციის მონაწილემ, გიორგი კუპატაძემ "tv pirveli"-ის ეთერში გააკეთა. 

მაღაროელი რომელმაც  პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ აქციის მონაწილეებისთვის კომპანიის წინადადებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

აქციის მონაწილის თქმით, არაადეკვატურია მოლაპარაკებაზე მისული ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა თუ მინისტრის პოზიციებიც.

კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც დღეს თბილისში აქციის გასამართად წამოვიდა, პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყონ.

მე პირადად პროტესტის ნიშნად დავტოვე იქაურობა და გამოვედი, კიდევ დამიძახეს და შევედი, თუმცა, ვერაფერი კარგი იქ ვერ გავიგე. გუბერნატორი და ჯანდაცვის მინისტრი კითხვებს მუშებს გვისვამდა, არათუ დამრღვევ კომპანიას, რომელმაც გაანადგურა მთელი ჭიათურა, გადათხარა, მოსპო ჭიათურა, ხალხი იხოცება მათი ამოთხრილ მიწებში, ამაზე ა4რაფერი ჰკითხეს, რატომ დაარღვიეო, ეკითხებიან თუ მაღაროელი რატომ გაიფიცა და თურმე კომპანიას არ ჰქონია იმის საშუალება, რომ მატება გააკეთოს. ნულზეა ბიუჯეტიო, მაშინ, სახელმწიფო ადგეს, ვალდებულებაში ჩადოს ეს და დაეხმაროს კომპანიას,“ - ამბობს გიორგი კუპატაძე.

 ჭიათურაში პროტესტის მე-14 და შიმშილობის მე-8 დღეა. ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში გამოემგზავრა. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასს არ ზრდის.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებას, დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ტექნიკურ განახლებას, ულუფის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გაკონტროლებას ითხოვენ.