ულტიმატუმი კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას - თანამშრომლები წულუკიანის კადრს წერილით მიმართავენ

19.06.23 14:43
ულტიმატუმი კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას - თანამშრომლები წულუკიანის კადრს წერილით მიმართავენ

კინემატოგრაფისტების მიმართვა წულუკიანის მარჯვენა ხელს - რეპრესიებში მოყოლილი თანამშრომლები კულტურის მინისტრის მიერ ციხიდან გადმოყვანილ ახალ დირექტორს წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები ადრესატს კობა ხუბუნიას შეხვედრას და რეორგანიზაციასა თუ სამომავლო გეგმებზე საუბრისკენ მოუწოდებენ.
კინოცენტრის თანამშრომლები პასუხს ხვალ, 20 ივნისის, საღამოს 6 საათამდე ელოდებიან და ითხოვენ, რომ შეხვედრა საჯარო იყოს.