შეჩერდეს რეორგანიზიაცია და გამოცხადდეს კონკურსი! - ხმაური კინოცენტრში
კინოცენტრის ახალი დირექტორი თანამშრომლებს ისევ ემალება. წულუკიანისს დანიშნული კადრის კაბინეტთან ცოტახნის წინ ხმაური იყო. მოქმედი და გათავისუფლებული თანამშრომლები კობა ხუბინაიასთვის ხმის მიწვდენას კარზე ბრახუნით და საყვირებით ცდილობდნენ. კინოხელოვანები და კინოკრიტიკოსები მოითხოვდნენ, ახალმა დირექტორმა რეორგანიზაცია შეაჩეროს და კონკურსი გამოაცხადოს.
ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არ არის ჩვენი სურვილი, ეს არ არის რაღაც, რაც გვიხარია. ჩვენ ამ წუთას ვდგავართ ამ ჩაკეთილ კართან იმის გამო, რომ ეს კარი ჩაკეტილია და იმის გამო, რომ ეს კარი არ იღება, ჩვენ, ინიციატორები აქ ვდგავართ არა იმის გამო, რომ დიალგი არ გვინდა, როგორც კობახიძე ამბობს, არამედ იმიტომ, რომ იძულებული ვართ დიალოგი მოვითხოვოთ აქ და ახლა და ამ ფორმით და ამისთვის მათ აქვთ დროს სამშაბათს სარამომდე, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
განხილვის თემა ხდება კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმებიც. ერთ-ერთი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმია.