ლავროვის შვილის ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ პოლიციას მტკიცებულებები არ აქვს
ლავროვის შვილის ქორწილის საპროტესტო აქცია გურჯაანში - რაიონული სასამართლო პოლიციელებს კითხავს. მხარეების კითხვებს ის სამართალდამცავები პასუხობენ, რომლებმაც ყვარელში აქციის მონაწილეები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სანქცირებული ლავროვის შვილის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ.
სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ დაიკითხონ კრიმინალური პოლიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებებში მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა ნარსიას შემთხვევაში მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა ნარსია რომ ვარ, ამიტომ მიჭერენ, თორემ არაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ვიდექი, დამიჭირეს - პატიმრობას ითხოვენ, ყველაზე მძიმე მუხლს, პრიმა მუხლია, რომელიც ითვალისწინებს 15-დღიან პატიმრობას, ვითომ განმეორებით მაქვს დანაშაული ჩადენილი. არადა 2 მარტს, მტკიცებულებებიც დევს პროკურატურაში, რომ პირიქით, დაზარალებულად მე უნდა მცნონ, იმიტომ, რომ პოლიციამ მაგინა და მცემა,“ - ამბობს ნარსია.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენებას 10 პოლიციელი მისცემს.