გაფიცული მაღაროელები პარლამენტის წინ მივიდნენ - პროტესტი თბილისში ინაცვლებს

19.06.23 16:22
გაფიცული მაღაროელები პარლამენტის წინ მივიდნენ - პროტესტი თბილისში ინაცვლებს

გაფიცული მაღაროელები უკვე თბილისში არიან - ისინი ამ წუთებში პარლამენტთან იკრიბებიან. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან იწყება, დღის ბოლოს 9 საათზე კი საპროტესტო მუხტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. 

ჩვენ უნდა ვემსახუეროთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მშვიდი, უსაფრთხო სამუშაო გარემო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ,“ - ამბობენ ჭიათურელი მაღაროელები.

ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებას, დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ტექნიკურ განახლებას, ულუფის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გაკონტროლებას ითხოვენ.